LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Chevrolet Captiva – ოჯახის ავტომობილი, რომელიც მზად არის ნებისმიერი გამოწვევისთვის

Chevrolet Captiva – ეს არის 7 ადგილიანი ავტომობილი, რომელიც მზადაა ნებისმიერი გამოწვევისთვის. ის ყველგან ყურადღების ცენტრში ექცევა – როგორც ავტომოყვარულები ამბობენ, Captiva არა მარტო შთამბეჭდავად გამოიყურება, არამედ შთამბეჭდავადაც დადის.

Captiva-ს ძრავები ტექნოლოგიურად საკმაოდ გაძლიერებული და გაუმჯობესებულია. მათგან ერთ-ერთი, ბენზინის 2,4-ლიტრიანი აგრეგატია, რომელიც 167 ცხენისძალიანი სიმძლავრის მეშვეობით 0-დან 100 კმ/სთ-მდე მხოლოდ 10,3 წამში აჩქარდება.

იმედს არც Chevrolet-ის ცენტრის მიერ შემოთავაზებული დიზელის ძრავა გაგიცრუებთ. 2,2-ლიტრიანი ტურბინირებული დიზელის აგრეგატი 2 სიმძლავრითაა წარმოდგენილი: ერთს 163 ცხენის ძალა აქვს, მეორეს – 184.

Captiva-ს სავარძლების სამი რიგი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ 7 მგზავრის ან ბევრი ბარგის ტრანსპორტირება შეუძლია.

მძღოლი და წინა მგზავრი ორზონიანი კლიმატკონტროლით სარგებლობენ. ზამთრის ცივ დღეებში კი ავტომობილი წინა და მეორე რიგის სავარძლების გათბობის ფუნქციასაც გთავაზობთ.

 

გადაცემის ჩანაწერი