LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Grammy 2016 დასრულდა – ვინ გახდნენ წლევანდელი ტრიუმფატორები

გრემის 58-ე დაჯილდოების ცერემონიალი დასრულდა, უკვე ცნობილია ნომინაციებში გამარჯვებულთა ვინაობაც.

პუბლიკის წინაშე 20-ზე მეტი შემსრულებელი წარსდგა, რომელთა შორის იყვნენ როგორც შოუ-ბიზნესის ვეტერანი წარმომადგენლები, ისე – დებიუტანტებიც. დაჯილდოებაზე საკუთარი ჰიტები შეასრულა ადელმაც, რომელსიც წელს ოთხ კატეგორიაში იყო ნომინირებული.

LOS ANGELES, CA - FEBRUARY 15: Singer Adele performs onstage during The 58th GRAMMY Awards at Staples Center on February 15, 2016 in Los Angeles, California. (Photo by Kevork Djansezian/Getty Images for NARAS)

LOS ANGELES, CA - FEBRUARY 15: Recording artist Beyonce speaks onstage during The 58th GRAMMY Awards at Staples Center on February 15, 2016 in Los Angeles, California. (Photo by Kevin Winter/WireImage)

წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება ტეილორ სვიფტმა გახსნა. ასეთი პატივი მომღერალს უკვე მეორედ ერგო.

LOS ANGELES, CA - FEBRUARY 15: Singer Taylor Swift performs onstage during The 58th GRAMMY Awards at Staples Center on February 15, 2016 in Los Angeles, California. (Photo by Kevork Djansezian/Getty Images for NARAS)

ამასთან, მაყურებლები დიდი ინტერესით ელოდნენ ჯონი დეპისა და მისი ჯგუფის – Hollywood Vampires-ის გამოჩენას, მნიშვნელოვან მოვლენებს შორის იყო ლედი გაგას გამოსვლაც, რომელიც მომღერალმა დევიდ ბოუის მიუძღვნა, სიმღერა ძალიან ემოციური აღმოჩნდა.

LOS ANGELES, CA - FEBRUARY 15: Recording artist Lady Gaga performs onstage during The 58th GRAMMY Awards at Staples Center on February 15, 2016 in Los Angeles, California. (Photo by Kevin Winter/WireImage)

ყველაზე მეტი გრემის მფლობელი კი კენდრიკ ლამარი და The Weeknd აღმოჩნდნენ, რამდენიმე გრამაფონი ტეილორ სვიფტსაც ერგო. მისი პირველი ჯილდოს ასაღებად სცენაზე გიტარისტი ჯეკ ანტონოფი ავიდა, რადგან ნომინაციაში გამარჯვებულის გამოცხადების დროს სვიფტი დარბაზში არ იყო.

LOS ANGELES, CA - FEBRUARY 15: Actor/musician Johnny Depp of Hollywood Vampires performs onstage during The 58th GRAMMY Awards at Staples Center on February 15, 2016 in Los Angeles, California. (Photo by Kevork Djansezian/Getty Images for NARAS)

“გრემის” ნომინაციებში გამარჯვებულები :

წლის საუკეთესო ალბომი – 1989, ტეილორ სვიფტი

წლის ჩანაწერი – “Uptown Funk”, მარკ რონსონი და ბრუნო მარსი

წლის სიმღერა – „Thinking Out Loud” ედ შირანი

საუკეთესო ახალი შემსრულებელი – მეგან ტრეინორი

საუკეთესო პოპ-სოლო შესტრულება – Thinking Out Loud ედ შირანი

საუკეთესო დუეტი Uptown Funk – მარკ რონსონი და ბრუნო მარსი

საუკეთესო პოპ-ვოკალ ალბომი – 1989, ტეილორ სვიფტი

საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერი – Where Are Ü Now, krillex and Diplo ჯასტინ ბიბერთან ერთად

საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული მუსიკის ალბომი : krillex and Diplo Present Jack Ü – Skrillex and Diplo

საუკეთესო როკ-შესრულება : Don’t Wanna Fight – Alabama Shakes

მეტალის საუკეთესო შესრულება : Cirice – Ghost

საუკეთესო როკ-სიმღერა : Don’t Wanna Fight – Alabama Shakes

საუკეთესო როკ-ალბომი : Drones – Muse

ალტერნატიული მუსიკის საუკეთესო ალბომი : Sound & Color – Alabama Shakes

საუკეთესო R&B შესრულება : Earned It (Fifty Shades Of Grey) – the Weeknd

საუკეთესო R&B სიმღერა : Really Love – D’Angelo and the Vanguard

საუკეთესო R&B ალბომი : Black Messiah – D’Angelo and the Vanguard

საუკეთესო რეპ-შესრულება: Alright – კენდრიკ ლამარი

საუკეთესო რეპ-კოლაბორაცია : These Walls – კენდრიკ ლამარი, Bilal, ენა უაიზი და Thundercat

საუკეთესო რეპ-სიმღერა : Alright, კენდრიკ ლამარი

საუკეთესო რეპ-ალბომი : To Pimp a Butterfly, კენდრიკ ლამარი

ქანთრის საუკეთესო სოლო-შესრულება : Traveller – კრის სტეპლტონი

ქანთრის საუკეთესო სიმღერა : Girl Crush – Little Big Town

საუკეთესო ქანთრი ალბომი : Traveller – კრის სტეპლტონი

საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის – Amy , ემი უაინჰაუსი

საუკეთესო ალბომი, შექმნილი მუსიკალური თეატრისთვის : Hamilton

საუკეთესო არანჟირება, ინსტრუმენტები და ვოკალი : მარია შნაიდერი „Sue (Or In A Season Of Crime)”