მომღერალმა გიორგი წერეთელმა მეუღლეს, ასევე მომღერალ ლოლიტას, ვალენტინობის დღესასწაულზე, შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა BMW X6, რომელიც მოულოდნელად უსახსოვრა ამ დღესასწაულზე. ლოლიტა ისეთი დაბნეულია, რომ დღემდე არ სჯერა, ამ მანქანის საჭეს რომ უზის.
„არ დაიდარდო“ ექსკლუზიურად დაუკავშირდა გიორგისა და ლოლიტას.
ლოლიტა:
იცით, დღემდე არ მჯერა, რომ ეს საჩუქარი მივიღე (იღიმის). ისეთი დაბნეული ვიყავი, როცა მანქანა ეზოში შემოიყვანეს… არ ვიცოდი, რომ ასეთი საჩუქარი მელოდა. მეუღლემ სიურპრიზი გამიკეთა. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ეს ძალიან კომფორტული მანქანა იყო და ძალიან მომწონდა. თავიდან, როცა მანქანა შემოიყვანეს, ვიფიქრე, რომ გიორგი ხუმრობდა… ძალიან გახარებული ვარ.
გიორგი:
ჩემს მეუღლეს ჰყავდა მანქანა, 4 წლის წინ ნაყიდი, მაგრამ მინდოდა, გამოეცვალა. სიყვარულის დღეს გადავწყვიტე მისთვის საჩუქრის გაკეთება. ადრე სულ ოქროს ნივთებს ვჩუქნიდი, ამიტომაც ახლა ოქროსთვის განკუთვნილ პატარა ყუთში ჩავდე საჩუქარი, ოღონდ ეს არ იყო ოქრო, არამედ მანქანის გასაღები (იცინის).
მე უფრო ვინერვიულე, ვიდრე ლოლიტამ, რადგან მეშინოდა, გული არ წასვლოდა, ძალიან ემოციურია… საბოლოოდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.



