LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი კომპიუტერული ვირუსი მსოფლიოს კატასტროფული შედეგით ემუქრება

ექსპერტებმა ახალი კომპიუტერული ვირუსი აღმოაჩინეს, რომლის გამოც, შესაძლოა ასობით ათასი ელექტრონული მოწყობილობა, აპლიკაცია და სერვისი დაზარალდეს, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

რამდენად სერიოზულია საფრთხე, ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ვირუსმა, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოიტანოს. ნაწილი კი ამბობს, რომ საფრთხესთან გამკლავება შესაძლებელია.

პრობლემის შესახებ Google-ის ექსპერტებმა საკუთარ ბლოგზე ისაუბრეს.

 ბოროტმოქმედები შეძლებენ, პროგრამული კოდის გამოყენებით გააკონტროლონ მომხმარებლების მოწყობილობები. პრობლემა glibc-ში აღმოაჩინეს, ეს არის სხვადასხვა კოდის ღია ბაზა, რომლებიც ინტერნეტთან დაკავშირებულ მოწყობილებებში გამოიყენება.

ეს პროგრამული კოდი დევს პროგრამული ენების საფუძველში, მათ შორის PHP-ს და Python-ის. ამიტომ, პოტენციური რისკი ემუქრება უამრავ საიტს და სერვისს, ჰაკერებს შეუძლიათ გატეხონ მსოფლიოს ვირტუალური სისტემების მნიშვნელოვანი ნაწილი.

Google-ის ინჟინერებმა Red Hat-ის უსაფრთხოების სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავეს პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საფრთხესთან გამკლავებაში დაეხმარებათ.

პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ზუსტად არ არის ცნობილი, რამდენი სისტემა და მოწყობილობა გამოიყენებს აღნიშნულ კოდს.

საფრთხე არ ემუქრება მხოლოდ Android-ის, Windows-ის და OS X-ის ოპერაციულ სისტემებზე მოქმედ მოწყობილობებს.