LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ბიჭს აქვს შეგნება, რომ გააბედნიეროს საყვარელი ქალი და მასთან ერთად ისიც ბედნიერი იყოს”

Ardaidardo.Geგადაცემას “რადიო დუეტი” სოფო ბედია ესტუმრა.


როგორ ხარ?

მივესალმები ყველას, ამაღლებული განწყობა მაქვს, როგორც ყოველთვის.


ახალი სიმღერის შესახებ მოგვიყევი…

სიმღერა და ტექსტი ლეილა ლეგაშვილს, არანჟირება კი დათო უგრეხელიძეს ეკუთვნის. ჩაიწერა თემურ ნიკოლაიშვილის სტუდიაში. როგორც ვიცი, ეს სიმღერა ქალბატონმა ლეილამ ადრე დაწერა. მე მისი საღამოსთვის მთხოვა ჩამეწერა, მოვირგე საჩემოდ, ჩემი იდეებიც იყო ჩადებული რა თქმა უნდა, ვფიქრობ ეს სიმღერა არის ჩემი. სიმღერას ჰქვია ”გელოდი”, აი ასე, ჩემს მიშა მესხს ველოდი…


სულ რამდენი სიმღერა გაქვს?

დუეტებიანად 14 სიმღერა მაქვს. მინდა რამდენიმე ენერგიული სიმღერაც მივამატო. ალბომს ამის შემდეგ გამოვუშვებ. ცოტათი სევდისკენ არის ჩემი ყველა სიმღერა გადახრილი. ასევე მინდა კლიპი და კარგი პრეზენტაცია.


ბორის ბედია როგორ არის?

მე ვფიქრობ, რომ ბორისის ადგილი არის კლასიკურ მუსიკაში. ამას ბევრი კომპეტენტური ადამიანი აღნიშნავს. მეცადინეობს ვოკალში. ისევე, როგორც ჩვენი ბევრი კოლეგა, ჩვენც ვმღერით რესტორანში. მე და ჩემი ძმას ისეთი რეპერტუარი გვაქვს, რომელიც მოერგება ყველას, არა ფანოღი. ეს არის ჩვენი საარსებო წყარო, სხვა არაფერი ხდება საქართველოში, რომ დაეყრდნო კონცერტს, წვეულებას…


ნიკუშაზე რომ არ გკითხო არ შემიძლია…

შენ ეხლა ძალიან მტკივნეული კითხვა დამისვი. ის შვიდი წლის ხდება, არის ჩამოყალიბებული კაცი, კოჭებში ეტყობა, რომ მაგარი კაცი იქნება. არ მღერის. ჩვენ, მე და ჩემი ძმა ამ ასაკში გამართულად ვმღეროდით. მინდა იყოს კარგი ვაჟკაცი, ოცოდეს ქალის პატივისცემა. ხელზე მკოცნის, პატივისცემას ხელზე ამბორით გამოხატავს.


რამდენად გრჩება დრო იმისთვის, რომ ბავშვთან იყო?

უქმე დღეებზე, საღამომდე, სანამ მცალია, ვცდილობ დრო მთლიანად მასთან გავატარო, გავანებივრო და ბავშვმა თავი ბედიერად იგრძნოს და მგონი ვახერხებ.


საზღვარგარეთ ხშირად გიწევს წასვლა?

დიახ, საბერძნეთში მქონდა თბილისობას ორი კონცერტი და სრული ფურორი იყო, ამხელა სიყვარული საქართველოს ფარგლებს გარეთაც თუ მქონდა, არ ვიცოდი. იგეგმება ისრაელი, ჰოლანდია,
ვნახოთ…


ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ მიშა განებივრებს საჩუქრებით…

ზოგს ჰგონია, რომ მე მიშასთან ფულის გამო ვარ, რაც მდარე ტყუილია, ნეტა იყოს მილიონერი და დიდი ფულის პატრონი და ჩემზე ბედნიერი ქალი არ იქნებოდა. ეს არის ყურადღება, ბიჭს აქვს შეგნება, რომ გააბედნიეროს საყვარელი ქალი და მასთან ერთად ისიც ბედნიერი იყოს. იცის სუსტი წერტილები და მახარებს ხოლმე. მე მიხარია, როდესაც მას უხარია და მას უხარია, როდესაც მე მიხარია. რა თქმა უნდა მეც ვცდილობ მის განებივრებას. ეხლა ვარ ძალიან ბედნიერი.


სოფო ბედია – გელოდი 

AudioSOPO BEDIA GELODEBI

გადაცემის აუდიოჩანაწერი 

Audiobedia

ვიდეო კოლაჟი

ფოტოები