LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fiat 500X – ავტომობილი, რომელიც ალამაზებს ნებისმიერ სიტუაციას

როგორც ამბობენ, არსებობენ ლამაზი ავტომობილები, არსებობენ უფრო ლამაზი ავტომობილები და არსებობს Fiat 500X.

500X Fiat-ის პირველი ავტომობილია 4×4-ზე სისტემით.

სალონის ეკიპირებაში შედის მულტიმედიური სისტემა Uconnect, სენსორული ეკრანი, ნავიგაცია და ხმოვანი მართვის ფუნქცია. გარდა ამისა, უკანა ხედვის კამერა და ზოლში მოძრაობის სათვალთვალო სისტემა.

1.4 ლიტრიანი ძრავის ქვეშ დამალული 170 ცხენის ძალა, დახვეწილი ექსტერიერი და ინტერიერი 500X-ს სხვა ავტომობილებისგან გამოარჩევს. 0-დან 100 კილომეტრ საათამდე 500X 8.6 წამში აჩქარდება. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 200 კილომეტრ საათია.

იყავით თავდაჯერებული ექსტრემალურ პირობებში – 500X არის ავტომობილი, რომელიც ერთნაირ სიამოვნება მოგანიჭებთ როგორც ტრასაზე, აგრეთვე უგზოობაში.

 

გადაცემის ჩანაწერი