საპარტნიორო ფონდს უნგრეთის „ექსიმბანკი“-ს და კომპანია mega-logistic-ის ხელმძღვანელები ეწვივნენ. როგორც ”ფორტუნას” ფონდიდან აცნობეს, კომპანია mega-logistic-ის ხელმძღვანელმა საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს სამომავლო გეგმები გააცნო.
კომპანია საქართველოში მცირე სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობების ბიზნესით ინტერესდება და საპარტნიორო ფონდთან ერთობლივად ამ სექტორში ინვესტირების სურვილს გამოთქვამს. უნგრეთის „ექსიმბანკი“ კი მზად არის ერთობლივი ბიზნესის განვითარებისთვის დაფინანსება და შეღავათიანი სესხი გამოყოს.
მათივე ინფორმაციით, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ სტუმრებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტების, კერძოდ კი სამაცივრე მეურნეობების დაფინანსების მიმართულებით ფონდის გეგმები გააცნო.
