გადაცემას ”რადიო დუეტი” ანსამბლი ”ბაგრატი” ესტუმრა.
რა ხდება თქვენსკენ ახალი და საინტერესო?
რესტორან ”მონოპოლში” ვართ უკვე 9 წელია. ჯუმბერ ჯანდიერის ვარსკვლავი გაიხსნება მალე და სპეციალურად ამ დღისთვის ვწერთ ახალ სიმღერას. გარდა ამისა, დაგვიგროვდა ახალი სიღერებიც, რომელთა მოტანაც დაგვაგვიანდა. გადაწყვეტილებებს ერთობლივად ვიღებთ ხოლმე, უკვე 22 წელია ანსამბლი არსებობს, წევრები დროთა განმავლობაში იცვლებიან. იმერეთში, ქუთაისში ჩამოყალიბდა ანსამბლი, სახეწოდებაც ბაგრატის ტაძრის პატივისცემით დაერქვა. ანსამბლი ლოტბარმა სულიკო ვეფხვაძე ჩამოაყალიბა. ამჟამად ”ბაგრატში” რვა წევრია.
ორგანიზატორები ერიდებიან კონცერტებზე ანსამბლების მიწვევას, ხარჯი უფრო მეტია…
მართალია, თუმცა, ჩვენ ვახერხებთ საკუთარი ძალებით კონცერტებში მონაწილეობას. ამ ეტაპზე ჩვენ თვითონვე ვართ პროდიუსერებიც. დღეს ყველა მომღერლისთვის მთავარი სცენა რესტორანია, როდესაც სიმღერა დავიწყეთ, ეს წარმოუდგენელი იყო, თუმცა დღეს ჩვეულებრივი ამბავია.
რამდენი სიმღერა აქვს ანსამბლ ბაგრატს რეპერტუარში?
ალბათ, 30-მდე.
გელა დღეს შენი სოლო სიმღერა გაჟღერება…
გელა ბერაძე: – დიახ, მარიკო კვალიაშვილის სიმღერაა, მას ეკუთვნის მელოდიაც და ტექსტიც. დაიწერა ჩემთვის, აქამდე არავის უმღერია. ”ვეღარ გახდები სხვისაო”, ასე ჰქვია მას. არის ერთი მანდილოსანი, ვისაც ეძღვნება. გია მაჭარაშვილს ეკუთვნის არანჟირება, ჩაიწერა სეუ სტუდიაში.
გელა ბერაძე – ვეღარ გახდები სხვისაო
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ანს. ბაგრატი – მრავალჟამიერი Live
ანს. ბაგრატი – ჭაღარა
ვიდეო კოლაჟი
ფოტო
