LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ-იორკის პოლიცია ბიონსესგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

აშშ-ს მთავარი სპორტული მოვლენა – სუპერბოული დაახლოებით 2 კვირის წინ გაიმართა, თუმცა ცერემონიაზე ბიონსეს გამოსვლა დღემდე განსჯის საგნად რჩება. წარმოდგენას განიხილავენ არა მხოლოდ მომღერლის თაყვანისმცემლები, არამედ – ნიუ-იორკის სამართალდამცავი ორგანოები. პოლიციელები ჯერ კიდევ ვერ მშვიდდებიან ბიონსეს მესიჯების გამო პერფორმანსის დროს.

საქმე იმაშია, რომ კონცერტზე ბიონსე და მისი მოცეკვავეები ჩაცმული იყვნენ კოსტუმებში, რომელიც ძალიან ჰგავდა „შავი პანტერების“ სამოსს – აფროამერიკელი მემარცხენე რადიკალების ორგანიზაციისას, რომელიც მიზნად ისახავს, შავკანიანი მოსახლეობის სამოქალაქო უფლებები შეიარაღებული წინააღმდეგობით დაიცვას. ნიუ-იორკის პოლიციამ მიიჩნია, რომ ამ კოსტუმებით გამოსვლა აგრესიის პირდაპირი მოწოდება იყო. სამართალდამცველები მოუწოდებენ ბიონსეს, განმარტოს საკუთარი პოზიცია და ბოდიში მოიხადოს.

https://www.youtube.com/watch?v=-5BPfRHX1SE