LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაგარინის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 4 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

გაგარინის 29 ნომერში ხანძრის შედეგად ორი სართულის  რამდენიმე ოთახი დაიწვა. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, სახისა და ხელის დამწვრობით სტაციონარში გადაიყვანეს სახლის მესაკუთრე, რომელიც ცეცხლის გაჩენის დროს მარტო იმყოფებოდა. ასევე, მცირე დაზიანებები მიიღო ერთმა მამკაცმაც, ის მაშველების დახმარებით გამოიყვანეს ცეცხლმოკიდებული სახლიდან.

ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩა 4 ოჯახი საბურთალოს გამგეობის ინფორმაციით, მოკვლევის დასრულებამდე მათ ქირით თბილისის მერია უზრუნველყოფს.

მთლიანობაში ცეცხლმა 170 კვადრატული მეტრის ფართობი გაანადგურა. ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ამ დროისთვის უცნობია რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.