გადაცემას ”რადიო დუეტი” ხვიჩა მაღლაკელიძე ესტუმრა.
მადლობა რომ მომიწვიეთ, ყველა თქვენს მუშაკს დიდი მადლობა. თქვენ რომ არა, ტუ…ტუ…ტუ… აი, ასე იქნებოდა ქართული სიმღერის საქმე. ”ქუჩის მუსიკოსებს” შემოქმედებითი გადაცილება გაქვს. გაჩერებულები ვართ და ვფიქრობთ, ბევრი პროექტია ჩანასახის სტადიაში.
სოლო კარიერაში რა ხდება?
სოლო კარიერას რაც შეეხება, ეს არის თავიდან ბოლომდე მოსწავლეები და რეპეტიციები. საიდუმლოს გაგიმხელთ, მოსწავლე მყავდა, ვერ ვასწრებდი გაკვეთილის ჩატარებას და თქვენთან წამოვიყვანე. ჩემთან, სახლში ვამზადებ ბავშვებს, ვთავაზობ ყავას, ჩაის, თუმცა არ ვუდუღებ, ერთადერთი რასაც ვთავაზობ და ხარჯში შედის, ეს არის ბახილები. მე არ მყოლია პედაგოგი და დაკვრა ჩემით ვისწავლე, სუფრაზე, მეგობრებში. 13 წლის ვიყავი მაშინ, ეს ის ასაკია, როდესაც მოზარდი აბაზანაში უფრო მეტ დროს ატარებს ვიდრე ”ზალაში”, ჩემთან პირიქით იყო. არადა ”ზალაში” არ შეიძლებოდა ბავშვების შეშვება, დასავლეთში განსაკუთრებით, მე კიდევ სულ ”ზალაში” ვიყავი და ვმეცადინეობდი. სხვა საქმე არ მქონდა და ინტერესი ამიტომაც გაჩნდა. მეზობელმა მაჩუქა ”ლენინგრადის” გიტარა, პასპორტი მოყვებოდა, სადაც ეწერა როგორ უნდა აგეწყო… ჯერ ვისწავლე აწყობა, დავშლიდი, ავაწყობდი… ეწერა: აიღეთ ტელეფონის ყურმილი, მოუსმინეთ ზუმერს, პირველ სიმს დაადეთ თითი… დავრბოდი მეზობლებთან თუ ჩემი ტელეფონი არ მუშაობდა. შემდეგ სმენით ვისწავლე დაკვრაც.
მოსწავლეებსაც ტელეფონის ზუმერით ასწავლი დაკვრას?
მოსწავლეებთან ასეთი ტაქტიკა მაქვს, ვაკეთებ ვიდეოგაკვეთილებს და უყურებენ სახლში. არც მე მეშლება ნერვები და არც მათ. ისეთი თაობა მოდის, ნოტების სწავლა ყველას ეზარება. პირველი 10 გაკვეთილი არის ”დედა გენაცვალოს” დონეზე, მეორე ეტაპი არის ”ქალო ბოშვი ააყენე, გიტარა გამეიტანოს”, ანუ სტუმრებთან რომ არ შეგარცხვინოს, შემდეგი ეტაპი არის ”უბანში მაგარი ტიპი გაეძრო, გიტარაზე უკრავს”, შემდეგი ეტაპი კი ის არის, რომ თქვენთან ეთერში მოვა და დაუკრავს. ყოფილა ისეთი უსმენოც, რომელიც სიმღერასაც ვერ იკვიატებდა. ამას წინათ ვითვლიდი, რამდენმა ბავშვმა გაიარა ჩემს ხელში, მხოლოდ თბილისში 1700 მოსწავლე მყავდა. მუშაობენ სტუდიებში სესიურ გიტარისტებად. ათი წელია რაც თბილისში ვასწავლი. უფრო ბიჭები სწავლობენ. გოგოებს სიმღერები უყვართ, გიტარას ბიჭის ხელი უნდა… ზოგს იატაკზე უნდა დაუჯდე და ისე ასწავლო, ზოგს შემწვარი კარტოფილივით უნდა ასწავლო. მყავს ხანდაზმული მოსწავლეებიც. ერთი მოვიდა, მთელი ცხოვრება ყველაფერი ვნახეო, ჩემი ძმაკაცები დასხდებიან სუფრაზე და მღერიანო, ძალიან მიტყდება ტყულა რომ ვზივარო, იცი რა კარგად უკრავს?
გარდა მოსწავლეებისა რას საქმიანობ?
ეხლა ქართული მუსიკა და სიმღერა გადაკვალიფიცრდა კორპორატიულ საღამოებზე, ისე მიდის საქმე, რომ კარგ საქელეხო პროგრამას მოვამზადებთ. 16 წლიდან რესტორანში ვმუშაობ, 2008 წლიდან წამოვედი, ნერვები აღარ მქონდა… შემოდის გამოწკეპილი ადამიანი, მოგიკითხავს.. და ორ საათში პატრონს ვეღარ ცნობს. მერჩივნა სახლში ვყოფილიყავი და ასე მეშოვნა პურის ფული. ასეთია ქართული კულტურა და ვამაყობთ ამით. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც იწერება ძალიან ლამაზი სიმღერები.
ახალ სიმღერაზე მოვიყევი…
ბატონი დავით არჩვაძეა მისი ავტორი, ის არის უნიჭიერესი, ყველა თემაზე, ყველა ხასიათზე შეუძლია შექმნას გენიალური მუსიკა. ტექსტის ავტორია ნანა ცინცაძე. სიმღერას დავარქვით ”მთვრალია ეს საღამო”. ფრჩხილებში კი ”დაალაგე სახე” შეგვიძლია დავარქვათ. დათოს იდეა იყო რომ ”არახვიჩური” სიმღერა მემღერა. ზვიად ბოლქვაძემ, დათო უგრეხელიძემ და გიორგი მაისურაძემ მშვენიერი, ფანტასტიური არანჟი გააკეთეს, გიტარაც კი არ დამიკრავს, ზვიად ბოლქვაძემ ჩაწერა. დათომ მკითხა, ვინმესთან ხარ სერიოზულიო? ხოდა, ჩემმა მეუღლემ დაიჩივლა ჩემთანო, ახალგამოჩეკილ პატარა დინოზავრს ვგავარ, აი, რომ შია ისეთს. ამიტომაც ვმღერით მე და ჩემი მეუღლე, მარი ჩახვაძე.
ხვიჩა მაღლაკელიძე & მარი ჩახვაძე – მთვრალია ეს საღამო
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ხვიჩა მაღლაკელიძე Live
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
