LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა გავუხანგრძლივოთ ძრავს სიცოცხლე?

გადაცემას ”ავტოსერვისი” ძრავების სპეციალისტი შალვა კაპანაძე ესტუმრა.

– როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ძრავს იმისათვის, რომ გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე, როგორ უნდა მოვიხმაროთ?

– პირველ რიგში, უნდა გავათბოთ. განსაკუთრებით გერმანიიდან ჩამოყვანილი ”ოპელები”. რაც ქალაქში დადის, ყველა მათგანი ”კაკუნობს”. იქ არ შეიძლება გათბობა, ამიტომაც ”პორშნები” ვერ უძლებს. ზამთარ-ზაფხულ ყველა ავტომობილის ძრავი უნდა გათბეს. თუკი ცივი ძრავით გიწევს სიარული, სამჯერ მეტს წვავს. ხშირად ამბობენ, რომ იაპონიიდან ჩამოყვანილი ავტომობილი კარგი მოვლილია. მე მინახავს ავტომობილი, რომელსაც 40 000 ჰქონდა გავლილი, მაგრამ კაკუნობდა ძრავი. საცობებში და ნელი სვლით მოძრაობა აფუჭებს ძრავს. ავტომობილის მასა აწვება ძრავს და ამიტომაც ნელი რეჟიმი არ არის სასურველი. ჩემი საშუალო რეჟიმი ასეთია: შუქნიშნის შემდეგ მაქსიმალურად ავაჩქარებ და შემდეგ თავისით მიდის. ზოგიერთ ავტომობილზე მწარმოებელი ამბობს, რომ ყოველ 1000 კილომეტრზე ავტომობილი მაქსიმალურად უნდა აჩქარდეს. როდესაც სწრაფად დადის ავტომანქანა, ნალექი არ ჩნდება, ბოლომდე გამოიწვება. ვარ ძრავის ხელოსანი, ვარემონტებ, ახალ ნაწილებს ვდგამ… არის ასეთი პროცედურა ”აბკატკა”. ვამბობ, რომ რა სიჩქარითაც გინდათ იარეთ, 2-დან 4-მდე ბრუნი დაიჭირეთ, როდესაც აკეთებთ ”აბკატკას”, ეს არის ყველაზე ოპტიმალური ამ დროს.

– ყველაზე ძვირი ძრავის შეკეთება ჯდება. არის ხოლმე ასეთი შეკითხვა, სჯობს გაარემონტო თუ გამოცვალო…

– გააჩნია ძრავს, ზოგი მეორადი ძრავი ისეთი იაფია, რომ მაგ ფასად ვერანაირად ვერ გაარემონტებ. ”მერსედესის” ძრავებზეა საუბარი.

მსმენელი: – მყავს ”მიცუბიში პაჯერო იო”. გზაში ძრავი თავისით ითიშება. ცოტა ხანს ვაცდი ხოლმე და შემდეგ იქოქება…

– სავარაუდოდ ამთვლელი ”დაჩიკის” ან მაღალი წნევის ტუმბოს ბრალი იქნება.

მსმენელი: – ეკოტეკის ძრავზე მაინტერესებს. ახალი ”ასტრას” შეძენა მინდა. რა აქვს ცუდი და გაზზე მუშაობს თუ არა?

– ”ოპელს” სხვა ძრავი არც აქვს. თვითონ ავტომობილი ძალიან კარგია, გაზის ხელოსანს დეკითხეთ, რამდენად იქნება რეკომენდირებული გადაკეთება. ჩვეულებრივი, მუშა ძრავებია.

მსმენელი: – მყავს ”ფოლკსვაგენ ჯეტა”. 2001 წლის. აწერია, რომ 91 ოქტანობის საწვავი სჭირდება.

– ევროპული სტანდარტით 95-იანი ჩაასხით, ძალიან კარგია.

მსმენელი: – მყავს იაპონური ”ბმვ ე60”, 2.5 ძრავით, 2006 წლის. რომელი საწვავი ჩავასხა?

– 0/30-ზე, ან 5/30 ზეთი უნდა ჩაასხათ. აუცილებლად უნდა ეწერის რომ ბმვ-ს ძრავისთვის არის დასაშვები, რადგან ეს ძრავები ჭამენ ზეთს. ბენზინი კი 95 ოქტანობის უნდა იყოს.

მსმენელი: – მყავს ”აუდი” 2.7 ბიტურბო, რომელი საწვავი და ზეთი ჩავასხა?

– ნახევრად სინთეტიკა არ შეიძლება, გაფუჭდება ტურბინა. პრემიუმზე ნაკლები არ ჩაასხათ, ანტიფრიზი წითელი უნდა იყოს. ყველაფერი უმაღლესი ხარისხის უნდა იყოს.

 

გადაცემის ჩანაწერი