სასტუმროების ქსელი ,,მგზავრები’’ ამერიკული „Best Western”-ის სასტუმროს ააშენებს. ერთობლივი პროექტის განხორციელება უკვე დაიწყო.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ახალი 4-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე შენდება.
”პრემიუმ კლაისის 7-სართულიან სასტუმროს 54 სტანდარტული და რამდენიმე ლუქსის ტიპის ნომერი ექნება. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს, ორ რესტორანს, რომელიც I და VII სართულზე განთავსდება და ღია აუზს. აუზი, რომელსაც საკუთარი სანაპირო ექნება სასტუმროს ბოლო სართულზე მოეწყობა”, – განაცხადეს კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 2.8 მილიონი აშშ დოლარია. ,,Best Western ბათუმი” სტუმრებს 2016 წლის დეკემბრიდან მიიღებს. გარდა ამისა, როგორც ”მგზავრებში” განაცხადეს, კომპანიის ხელმძღვანელობამ პირველად დანერგა საინვესტიციო პაკეტების გაყიდვა.
”ანუ ნებისმიერ ფიზიკურ პირს შეუძლია, რომ გახდეს ამ ბიზნესის აქციონერი და მიიღოს დივიდენდი და უფასო დასვენება სასტუმროში, სასტუმროს სრული მომსახურეობებით. 0.5 %-იანი სააქციო პაკეტის ღირებულებაა 12 900 $. აქვე მოქმედებს 0 % -იანი განვადებაც”, – აღნიშნეს სასტუმროების ქსელში.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე ,,მგზავრები’’ ოთხი სასტუმროს მფლობელია – “თბილისი ცენტრალი”, “მგზავრები ბაკურიანი”, “მგზავრები გონიო” და “მგზავრები გუდაური”.
