ხვალ ბაქოში სამხრეთ გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიიღებს. კალაძე ბაქოში უკვე გაემგზავრა.
მინისტერიალზე განიხილავენ შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის მიმდინარეობას. ასევე, TANAP-სა და TAP-ის პროექტებს, სადაც საქართველო სტრატეგიული პარტნიორია.
აღნიშნული პროექტების ფარგლებში საქართველოში ორი მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და 2019 წლიდან ქვეყანა შეძლებს, მიიღოს დამატებითი ბუნებრივი აირის მოცულობები შეღავათიან ფასად.
მინისტერიალს გახსნის აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. მინისტერიალში ასევე მონაწილეობენ, აზერბაიჯანისა და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი.
მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები BP-ის წარმომადგენლებთან, აშშ-ის დელეგაციასთან და კომპანია “სოკართან”.
მინისტერლიალი ერთდღიანია და ვიცე-პრემიერი/ენეგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოში ხვალვე დაბრუნდება.
