LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტინგის თბილისური ვოიაჟის კულუარები – გასეირნება ქუჩებში, ვიზიტი აბანოებში და ბევრი სხვა…

Ardaidardo.Geსტინგისა და კრის ბოტის ორდღიანმა კონცერტმა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მელომანებისა თუ უბრალოდ, გლამურულ ღონისძიებებზე დამსწრეთა სრული მობილიზაცია გამოიწვია. ბოტისა და სტინგის პროექტი, რომელიც ორსაათნახევარს გრძელდება, მუსიკის მოყვარულებისთვის ნამდვილი ზეიმი აღმოჩნდა. ცნობილი მესაყვირისა და ბრწყინვალე მუსიკოსის მეგობრობა და ტანდემი ოც წელიწადს ითვლის. ისინი ახლა ერთობლივ ტურნეში არიან, სადაც საქართველოც შევიდა. Solo-ს ინიციატივით მეგა ვარსკვლავები თბილისს ესტუმრნენ. ექსკლუზიურად solo ს მომხმარებლისთვის და მათი მეგობრებისთვის, solo-მ კრის ბოტის და სტინგის კონცერტი დააფინანსა. ხოლო ე.წ პროდაქშენის მომსახურება  “ისტერნპორმოუშენმა” განახორციელა.


კონცერტზე დუღილის ტემპერატურამ მაქსიმუმს მიაღწია. შესანიშნავი მუსიკოსების გამოსვლას სიურპრიზების გარეშე არ ჩაუვლია. კრის ბოტიმ გია ყანჩელის 80 წლის იუბილე, ნიკოლოზ რაჭველთან ერთად, „ყვითელი ფოთლების“ შესრულებით აღნიშნა, რასაც დარბაზში ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოჰყვა. აღარაფერს ვიტყვით თავად მესაყვირის პროფესიონალიზმსა და იმ პროგრამაზე, რომელიც თბილისელი მაყურებლის წინაშე წარადგინა. პიანისტი ჯეფრი კიზერი საქართველოში 16 წლის ასაკში, 1989 წელს გახლდათ ნამყოფი და მისთვის ეს ვიზიტი ორმაგად სასიამოვნო აღმოჩნდა. დრამერმა, ლი პირსონმა მელომანების დიდი აღფრთოვანება გამოიწვია რამდენიმე სოლოთი, რომლებიც საღამოს განმავლობაში ჰქონდა, კრის ბოტისთან და კეროლაინ კემპბელთან ერთად, ცნობილი კომპოზიცია „Time To Say Goodbye“ კვლავ ქართველმა ტენორმა, ოთარ ჯორჯიკიამ შეასრულა…

ამის შემდეგ კრის ბოტიმ სცენაზე სტინგი მოიხმო… შეუძლებელია იმის აღწერა, რაც დარბაზში ხდებოდა. როგორც შევიტყვეთ, წინასწარ კონტრაქტით იყო გაწერილი, თუ რამდენი სიმღერა უნდა შესრულებულიყო. 16-16 ნომერი ორივე მუსიკოსისგან. სტინგმა თითქმის ყველა ის სიმღერა შეასრულა, რომელსაც მისგან მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები ველოდით და ბისზეც გამოვიდა. იხილეთ სრულად