LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსორციუმი SU MARKETS საქართველოში შემოვა

რუმინულ-თურქული კომპანია SU MARKETS საქართველოში ლოჯისტიკის ცენტრისა და ხილისა და ბოსტნეულის სამაცივრე მეურნეობის განვითარებით არის დაინტერესებული. კომპანიის მენეჯმენტს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე შეხვდა, რომელმაც რუმინეთში სამაცივრე მეურნეობები დაათვალიერა.

როგორც ”ფორტუნას” ფონდიდან აცნობეს, საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებმა SU MARKETS-თან თბილისის ლოჯისტიკის ცენტრისა და სამაცივრე მეურნეობების განვითარების პოტენციური საინვესტიციო პროექტი განიხილეს. თურქულ- რუმინული კონსორციუმი საქართველოში შემოსვლას უახლოეს მომავალში გეგმავს. SU MARKETS-სი ინტერესს საქართველოს აგრობიზნესისა და ლოჯისტიკის სფეროში გამოთქვამს. ამასთან, სხვა წამყვანი რუმინული კომპანიები საქართველოს სხვადასხვა სექტორში ინვესტირებით არიან დაინტერესებული.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, დავით საგანელიძე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში რუმინეთში სოფლის მეურნეობის დარგის წამყვან სპეციალისტებსაც შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები და სოფლის მეურნეობის დარგში პოტენციური საინვესტიციო პროექტები განიხილეს.

გარდა ამისა,  ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ოფიციალური შეხვედრები რუმინეთის ლოჯისტიკის ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან და სოფლის მეურნეობის სექტორში წამყვან რუმინულ კომპანიებთან გამართა.  მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.