LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ბომბორა” პურის წარმოებას იწყებს

საკონდიტრო  ,,ბომბორა“ პურის წარმოებას იწყებს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის ფინანსურმა მენეჯერმა მაკა ხარაზიშვილმა განუცხადა, კომპანიამ პურის წარმოებისთვის უახლესი, თანამედროვე დანადგარები უცხოეთიდან ჩამოიტანა და მათი დამონტაჟების პროცესიც საწარმოში უკვე დასრულდა.

”დაახლოებით ერთ თვეში უკვე დავიწყებთ პურის წარმოებას, რომელიც იქნება აბსოლუტურად ნატურალური და არ  იქნება  გაჯერებული  ზედმეტი  დანამატებით”, – აღნიშნა ხარაზიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კომპანიამ  ცოტა ხნის წინ , დასავლეთ  საქართველოში,  კერძოდ,  ქალაქ  აბაშაში თანამედროვე სტანდარტების საწარმო გახსნა. როგორც ”ბომბორას” ფინანსურმა მენეჯერმა აღნიშნა,  საწარმო პროგრამის ,,აწარმოე  საქართველოში” ფარგლებში გაიხსნა და ის კომპანიისთვის, რიგით მეორე საწარმოა.

საკონდიტრო  ,,ბომბორა“   2010  წელს დაარსდა და ის 30-მდე დასახელების ტკბილეულს აწარმოებს. ამ ეტაპზე კომპანია 2 საწარმოს ფლობს – თბილისში და აბაშაში. ჯამში საკონდიტროში 50 ადამიანია დასაქმებული. საკონდიტროს ნაწარმის  დისტრიბუცია  კი მთელი  საქართველოს  მასშტაბით ხორციელდება.