LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ჯავახიშვილი „იმედზე“ დაბრუნდა – რა გადაცემას წაიყვანს ტელეჟურნალისტი

ლევან ჯავახიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ტელეკომპანია „იმედში“ დაბრუნდა. როგორც შევიტყვეთ, ის ყოველ კვირა საღამოს, ახალ ანალიტიკურ გადაცემას წაიყვანს და მას „იმედის დრო“ ერქმევა.

„ფორტუნა“ კომენტარისთვის გადაცემის პროდიუსერს, სოფო ნიკოლაიშვილს დაუკავშირდა.

სოფო:

დიახ, გადაცემას ვიწყებთ და ძალიან მალე იქნება ეთერში. ეს არის საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამა, რომელიც მოიცავს რეპორტაჟებს სხვადასხვა საინტერესო თემაზე. გვყავს გუნდი, რომელიც  ლევან ჯავახიშვილთან ერთად, აქტიურად იქნება ჩართული გადაცემის მომზადებაში და მის წაყვანაშიც კი…

„დროების“ მსგავს გადაცემას აკეთებთ?

იმ კუთხით, რომ რეპორტაჟები იქნება, დიახ, ჰგავს „დროებას“, მაგრამ როგორც გითხარით, ჟურნალისტები: გოდერძი შარაშია, მარიკა ბაკურაძე, თამუნა ჩიხლაძე, სოფო მთივლიშვილი, ხათუნა გაგნიძე, ასევე დუტა სხირტლაძე და სხვანი, აქტიურად გამოჩნდებიან წამყვანთან ერთად. გადაცემა ეთერში იქნება ყოველ კვირას, საღამოს 8 საათზე.

ნინო მურღულია