პედაგოგებმა და ფსიქოლოგებმა, ცნობილი რუსული მულტსერიალის, „მაშა და დათვის“ მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატეს. სპეციალისტები თვლიან, რომ პატარა მაყურებლებმა უფრო კეთილ და პოზიტიურ მულტფილმებს უნდა უყურონ.
„ამერიკელმა მოზარდებმაც კი შენიშნეს, რომ მთავარ გმირს კომუნიკაციის სერიოზული პრობლემები აქვს, რადგან შინაურ ცხოველებსაც კი არ სურთ მასთან თამაში, მიშა კი უბრალოდ “მსხვერპლია“, – აღნიშნავენ ექსპერტები.
მათ კი, ვისაც სერიალი ჯერ არ უნახავს, სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ ბავშვებს ან საერთოდ არ აყურებინონ, ან ყურება პირველი სეზონის გამოტოვებით დააწყებინონ.
