რას ნიშნავს Nissan Winter Warrior? ეს არის სპეციალურად თოვლისთვის შექმნილი ”დისკები”, რომლებიც ავტომობილის თოვლიან და ყინულიან გზებზე მაქსიმალურ მოჭიდებასა და უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი ტიპის ”დისკები” ჯერჯერობით მხოლოდ ტესტირების რეჟიმშია, ყველა, ვინც მას ერთხელ მაინც შეავლო თვალი აღიარებს, რომ ის არაკომფორტული და სასტიკი სამართავია, მაგრამ გასაოცარი შეგრძნებების, ადრენალინისა და თავგადასავლების წყაროა.
Nissan-ის მიერ შემოთავაზებულ ინოვაციას ჯერჯერობით ჯერჯერობით მხოლოდ სამ მოდელზე Murano, Pathfinder-სა და Rogue-ს დახმარებით ტესტავენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზამთრის სეზონის მოყვარულებისთვის, ეს სწორედ ის ტექნოლოგიაა, რომელიც მათ დაუვიწყარ სიამოვნებასა და შთაბეჭდილებებს მიანიჭებს…
