არსამთავრობო ორგანიზაცია Speak Up in Georgia და საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაცია JCI პროექტ ”ქალთა გაძლიერება 2016“-ის პრეზენტაციას გამართავს.
როგორც ”ფორტუნას” Speak Up in Georgia-დან აცნობეს, პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მეწარმეობის დარგში ქალთა რაოდენობის ზრდას და მათ ფსიქოლოგიურ-ემოციურ მხარდაჭერას პროფესიულ ასპარეზზე.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ და სიტყვით წარდგებიან: ”ბანკი კონსტანტას” და ფონდ ”კონსტანტას” დამფუძნებელი თამარ ლებანიძე, საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და სტრატეგიული კონსალტინგის კომპანია (ACT) დამფუძნებელი თინათინ რუხაძე; ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე, კომპანია Key Communication-ის დამფუძნებელი თეონა ბაღდავაძე, ექსპერტები ფსიქოლოგიის დარგში: ნათია ფანჯიკიძე და ქეთევან ჭყოიძე.
6 მარტს დაგეგმილია მონაწილეების ვიზიტი სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ”ტექნო პარკში”, სადაც მონაწილეებს შეხვდება სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ქაშიბაძე, ასევე სიტყვით წარდგება მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ანა კვარაცხელია.
ქალთა გაძლიერების პროექტის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ორთვიანი კურსი ბიზნესისა და ფსიქლოგიის მიმართულებით.
”ქალთა გაძლიერება 2016“-ის პრეზენტაცია 5 მარტს, Tbilisi Marriott-ში, გაიმართება.
პროექტის გენერალური სპონსორია ფონდი ”კოსნტანტა”.
