„კავკასუს ონლაინისა“ და ტელეარხ „ფოქსის“ ერთობლივი პროექტის წყალობით, პოსტაპოკალიპტური სერიალის „მოსიარულე მიცვალებულები“ ერთ-ერთი ზომბი თბილისს ესტუმრა. ის მეორე დღეა, ქალაქის ქუჩებში დასეირნობს და წინასწარ დაგეგმილი პროგრამის მიხედვით, სხვადსხვა ადგილს სტუმრობს.
ზომბი „მძიმე კაცსაც“ ესტუმრა და რამდენიმე შეკითხვასაც გასცა პასუხი. გადაცემის ანონსის ვიდეო საკმაო პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტსივრცეში. არანაკლები გამოხმაურება გამოიწვია ზომბისა და გია კორკოტაშვილის ერთ სუფრაზე მოხვედრამ. გავრცელდა ვიდეო, სადაც ის ზომბის მასპინძლობს და სიმღერებსაც ასრულებს სუფრასთან, რომელიც „მოსიარულე მიცვალებულების“ გმირისთვის გაიშალა. მართალია, მან ვერაფერი დააგემოვნა და უცნაური ხმების გამოცემას აგრძელებდა, მაგრამ სუფრას ბოლომდე ესწრებოდა…
