24 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველთან ერთად წარმოგიდგენთ ფესტივალს „ფანARTი“. ის მრავალ ჟანრს მოიცავს და უკვე მეოთხე წელია იმართება. ერთადერთი ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც ხელოვნების ათ მიმართულებას მოიცავს – იმპროვიზებული ან კლასიკური მუსიკა, როკი და ალტერნატივა, ჯაზი, კინო, სარეკლამო არტი, მოდა, ინტერიერის დიზაინი, მხატვრობა, ფოტოგრაფია, ლიტერატურა, ქანდაკება, სტენსილი, ფოლკლორი. ფესტივალი მიმართულია 15-29 წლის ახალგაზრდების ნიჭის პოპულარიზაციისა და მათი წარმოჩენისკენ. ღონისძიების თანაავტორი და უცვლელი კონსულტანტი კი ნიკოლოზ რაჭველი გახლავთ.
წელს ფესტივალში ჩართული არიან ცნობილი მუსიკოსები, მხატვრები, ფოტოგრაბი და ა.შ. – გიორგი ცაგარელი, გიორგი შამანაური, ოლეგ ტიმჩენკო, ირაკლი ჟვანია, გურამ წიბახაშვილი, ნიკა კოჩაროვი, დათო ტურაშვილი და სხვანი.

