LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრედერიკ ბეგბედერის ვიზიტის დეტალები – სად შეძლებთ მასთან შეხვედრას

თანამედროვეობის ერთ-ერთი აღიარებული მწერალი, ბესტსელერ „99 ფრანკის“ ავტორი, ფრედერიკ ბეგბედერი, ჟურნალ „12“-ის მიწვევით, თბილისში ჩამოდის. მასთან მოლაპარაკებები ახალი ნომრის რედაქტორმა, ოლგა ბაბლუანმა აწარმოა.

ბეგბედერი თბილისში 11 მარტს ჩამოფრინდება და იმავე დღეს პრესკონფერენცია გაიმართება მედიის წარმომადგენლებისთვის. დღის 4-ის ნახევარზე „ბიბლუსი გალერეაში“ მწერალი მკითხველს შეხვდება. ის თავისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს გაესაუბრება და შეკითხვებზე უპასუხებს, ბეგბედერი ავტოგრაფებსაც დაარიგებს. საღამოს მას ელოდება შეხვედრა ქართველ გამომცემლებსა და მწერლებთან, საღამოს ექვს საათზე, მწერალთა სახლში.

12 მარტს, 17:00 საათზე, კინო „ამირანში“ შედგება ბეგბედერის ფილმის – „სიყვარული ცოცხლობს სამი წელი“ ჩვენება. ბილეთების შეძენა უკვე შეგიძლიათ კინოთეატრის სალაროებში.

ფრედერიკ ბეგბედერს საქართველოში უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, რომლებიც დიდი სიხარულით ელიან მწერლის საქართელოში ჩამოსვლას.