LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თებერვალში ინფლაციამ 5,6% შეადგინა

მიმდინარე წლის თებერვალში, 2015 წლის თებერვალთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 5,6 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ:

სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, 12-თვიან პერიოდში, ფასები 4,6 პროცენტით გაიზარდა და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,43 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია ფასების მნიშვნელოვანი მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (33,0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (10,6 პროცენტი) და ყავა, ჩაი და კაკაო (10,0 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვაზე ფასები 10,5 პროცენტით გაიზარდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 1,00 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები ძირითადად გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების (19,6 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11,4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14,3 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,84 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმის (16,5 პროცენტი), ასევე ალკოჰოლური სასმელების (14,0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

10,5 პროცენტით გაიზარდა ფასები ავეჯზე, სახლის მოვლაზე, საოჯახო ნივთებსა და მორთულობაზე და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,68 პროცენტული პუნქტი შეადგინა.