LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი გოგონა

ალექსანდრა ანდერსენი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია. „ფორბსის“ მონაცემებით, მდიდარი მამის 19 წლის ნორვეგიელი მემკვიდრის ქონება 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. ალექსანდრას მამამ, იოჰან ანდერსენმა შვილს კაპიტალის 42 პროცენტი გადაურიცხა, ანდერსენები უძველეს საოჯახო ბიზნესს ფლობენ.

alexandra-andersen-large_trans++qVzuuqpFlyLIwiB6NTmJwfSVWeZ_vEN7c6bHu2jJnT8

მამამ 42% გადაურიცხა ასევე, ალექსანდრას დას, 20 წლის კატერინა ასევე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია.

იმის მიუხედავად, რომ ოჯახი ნორვეგიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მდიდარია, გოგონები არ არიან განებივრებული. მშობლების წყალობით, ალექსანდრა და კატერინა ძალიან თავმდაბლები არიან და უყვართ ეკონომიის გაკეთება. იმის მიუხედავად, რომ ალექსანდრას ქონება მილიარდ დოლარზე მეტია, ყოველთვის ზოგავდა ჯიბის ფულს და მეორადი მანქანებით დადიოდა.