LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემნა გვასალია თბილისის მოდის კვირეულზე ჩამოდის?!.

მალე თბილისის მოდის კვირეულის მორიგი სეზონი გაიხსნება. როგორც შევიტყვეთ, საინტერესო კოლექციების გარდა, ის საინტერესო სტუმრებითაც იქნება გამორჩეული. მოდის კვირეულზე საქართველოს დედაქალაქში შესაძლოა, დიზაინერი, ბრენდ „Vetements“-ის დამფუძნებელი და ლუქს-კლასის ბრენდის, „ბალენსიაგას“ ახალი კრეატიული დირექტორი, დემნა გვასალია ჩამოვიდეს.

მოდის კვირეულისთვის მზადება უკვე დაწყებულია. ჩვენ მივმართეთ ორგანიზატორებს ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად, თუმცა დემნა გვასალიას ჩამოსვლის ამბავი მათ ჯერჯერობით ვერ დაგვიდასტურეს.

თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელი კი საფრანგეთში იმყოფება. თაკო ჩხეიძე რამდენიმე ჩვენებას დაესწრო, მათ შორის, ერთ-ერთი სწორედ „Vetements“-ის ჩვენება გახლდათ. მან ჩვენების შემდეგ ფოტოც გამოაქვეყნა, რომელიც დემნასთან ერთად გადაიღო და დააწერა: „ძალიან ვამაყობ!..“

შეგახსენებთ, რომ დემნა გვასალიამ „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორის პოსტზე ალექსანდერ ვანგი რამდენიმე თვის წინ ჩაანაცვლა. მცირე ხნის წინ კანიეი უიესტმა განაცხადა, რომ სიამოვნებით გადაიბირებდა ქართველ დიზაინერს…

ნინო მურღულია