4 მარტს, მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე მაყურებელს საშუალება ექნება, იხილოს ახალი სპექტაკლის – „ღამე და თუთიყუში“, სპეციალური ჩვენება, რომელიც მსახიობ კოტე თოლორდავას ხსოვნას ეძღვნება. ეს სწორედ ის სპექტაკლია, რომელშიც მსახიობს უნდა ეთამაშა, თუმცა ტრაგიკულად დაიღუპა…
პიესის ავტორი თამაზ ძაბაღუაა, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი გახლავთ, მუსიკალური გაფორმენა ეკუთვნის ალექსანდრა ლორთქიფანიძეს, მთავარ როლს კი ნიკა ფაიქრიძე განასახიერებს.
თამაზ ძაბაღუას უკანასკნელი სპექტაკლი პირველად 2011 წელს ერთი მსახიბის თეატრში რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა მსახიობ დუტა სხირტლაძესთან ერთად დადგა. სპეციალურ ჩვენებას, დუტაც დაესწრება, თეატრმცოდნეებთან ერთად.
სპექტაკლის ნახვის შესაძლებლობა მაყურებელს 10, 13, 17, 20 და 27 მარტს ექნება. ბილეთის ფასი 14 ლარია.

