LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეწარმეობის წახალისების მიზნით მთავრობამ რეფორმის გეგმა შეიმუშავა

მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 4 პუნქტიანი რეფორმების გეგმაზე ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მეწარმეობის წახალისებაა.
,,ძალიან საჭირო დოკუმენტი შეიქმნა ეკონომიკის სამინისტროს მონაწილეობით, რომელშიც ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც და გვინდა, ეს დოკუმენტი ეკონომიკის სამინისტროსთან იყოს განხილული, რათა თქვენი მონაწილეობა და ჩართულობა მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების სტრატეგიის შექმნაში იყოს მაქსიმალური. მეწარმეობა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მცირე საწარმოებს და ინიციატორი, დამწყები ბიზნესისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დაფინანსების მოპოვებაში ხელშეწყობას”,-განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, უმნიშვნელოვანესია მმართველობის კუთხით მომსახურების გამარტივება და ერთიანი „ფრონტოფისის“ შექმნა, სადაც მთავრობის მხრიდან ყველა მომსახურება ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი იქნება.