LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახმეტაში ეთერზეთების, ცხოველის საკვების და ტექსტილის საწარმო შეიქმნება

ახმეტაში ეთერზეთების, ცხოველის საკვების და ტექსტილის ნაწარმის საწარმო შეიქმნება.

როგორც ”ფორტუნას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „აგროარომა ჯგუფს“ 324 000 ლარად ქალაქ ახმეტაში, ორბელიანის ქუჩაზე მდებარე 70754 კვ. მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა–ნაგებობა გადასცა.

შპს „აგროარომა ჯგუფი“ ეთერზეთების, ცხოველის საკვების და ტექსტილის საწარმოს შექმნის, რისთვისაც არანაკლებ 1 200 000 ლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს.

საწარმოში სულ მცირე 62 ადამიანი დასაქმდება.

პროდუქცია გათვლილია ევროპის და ამერიკის ბაზრებზე გასატანად.