LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფარის მონასტერთან მისასვლელად კაპიტალური გზა დაიგება

მსოფლიო ბანკის  მხარდაჭრით  და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, სამცხე-ჯავახეთში ტურისტული პოტენციალის  ამოქმედების პროგრამა დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, საფარის მონასტერთან მისასვლელ  7,2 კმ-იან მონაკვეთზე კაპიტალური გზა პირველად დაიგება.

პროექტის ფარგლებში გაკეთდება გადასახედები, ავტომანქანის სადგომები. საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საფარის მონასტრამდე მანძილი, ნაცვლად 30 წუთისა, 10 წუთში დაიფარება.  სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 7,2 კმ-ი, გზის საფარის სიგანე კი  5 მეტრია.

პროექტის ფარგლებში დასაქმდება 70 ადამიანი.  გზის რეაბილიტაცია 2016 წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება, რომელსაც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით,  მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს,  3 198 099,81 ლარია.