LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასპარ ნოეს LOVE-თან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პორნოგრაფიული მასალის უკანონო გავრცელებაზე გამოძიება დაიწყო, ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. სურათი, რომელიც რუსეთში უკვე აკრძალეს, შესაძლოა, ქართული ინტერნეტ-საიტებიდანაც ამოიღონ. გასპარ ნოეს ფილმი „სიყვარული“ კანის კინოფესტივალის არასაკონკურსო ჩვენებაში არაერთხელ მონაწილეობდა.
საიტის ადმინისტრატორმა სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით უკვე გაასაჩივრა. ის მიიჩნევს, რომ პოლიცია მიზანმიმართულად დევნის რადგან გასულ წელს, როდესაც შსს-მ 36 კაცს პორნოგრაფიული მასალის უკანონო გავრცელებისთვის ბრალი წარუდგინა, დანაშაული არ უღიარებია და საქმის განხილვას სასამართლოში ამ დრომდე აგრძელებს.

კანის შემდეგ გასპარ ნოეს „სიყვარული“, შარშან ზაფხულში ნახა ბათუმის კინოფესტივალ BIAFF -ის მაყურებელმაც. თუმცა სამართალდამცველი სტრუქტურების ინფორმაციით, გამოძიების დაწყების მიზეზი ეს ჩვენება არ გამხდარა. შსს ცენტრალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში აცხადებენ, რომ, გამოძიება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყეს, კერძოდ არსებობდა შეტყობინება, რომ ქართულ ვებ-გვერდებზე თამამი სცენების შემცველი ფილმი აიტვირთა. საქმის მასალების მიხედვით, ფილმს ექსპერტიზაც ჩაუტარეს და დასკვნაც დადეს, რომლის მიხედვითაც გასპარ ნოეს „სიყვარული“ პორნოგრაფიაა.