მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელბის პრობლემების მოგვარება საქართველოს მთავრობის წევრებმა გადაინაწილეს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
”ამ ადამიანებმა დღეს დააყენეს ძალიან კონკრეტული, კარგად მოსაგვარებელი და გადასაწყვეტი საკითხები, რომლებიც ჩვენ გადავინაწილეთ და ძალიან მალე ამ კონკრეტულ საკითხებს გადავწყვეტთ. კერძო მეწარმეობის განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ის ძირითადი ამოცანაა, რომელიც ჩვენ ხელისუფლებას გააჩნია. ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ სწორედ მცირე და საშუალო მეწარმეობამ უნდა შექმნას ის ძირითადი სამუშაო ადგილები, რომელიc ქვეყანაში უნდა შეიქმნას და სწორედ მათზე დაყრდნობით უნდა განვითარდეს ქვეყანა,” – განაცხადა ქუმსიშვილმა.
