ცნობილი ამერიკელი ადვოკატი ლაურა უესერი, რომელიც პოპულარული წყვილების განქორწინებებზე მუშაობს, ახალ დაშორებებს აანონსებს. უესერი, რომელმაც თავის დროზე კიმ კარდაშიანთან, ანჯელინა ჯოლისთან, ბრიტნი სპირსთან და სხვა სელებრითებთან იმუშავა ამტკიცებს, რომ განქორწინებების სეზონი მოახლოვდა. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ცნობილი ადვოკატი ამბობს, რომ დაჯილდოებების სეზონამდე წყვილები განქორწინებას არ ჩქარობენ, რათა მარტო არ სურთ წითელ ხალიჩაზე გამოჩენა.
თავის მხრივ ლაურა უესერი ასახელებს იმ წყვილებს, ვისი განქორწინებებიც 2016 წლის მთავარი თემა იქნება. ამ სიაშია ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი, რომელთა დაშორებაზე მედია დიდი ხანია საუბრობს. ასევე კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი, რომეთა შორისაც ურთიერთობა დაიძაბა, დრიუ ბერიმორი და უილ კოპელმანი, ნაომი უოთსი და ლივ შრაივერი, კერი ვაშინგტონი და ინამდი ასომაგა, უილ სმიტი და ჯადა პინკეტ სმიტი, ასევე რიზ უიზერსფუნი და ჯიმ როტი.
