C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა იმდენ წელიწადს გაგრძელდება, ვიდრე ბოლო პაციენტი არ მიიღებს აუცილებელ მკურნალობას – ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართულ, ყოფილ და მომავალ პაციენტებს შეხვდა.
გასულ წელს დაწყებული მასშტაბური პროექტის წყვეტა არ ყოფილა და დღემდე, პირველ წელიწადს 5 000-ის ნაცვლად 7 000-ზე მეტი პაციენტია ჩართული მკურნალობაში.
“წელს ორი მნიშვნელოვანი განსხვავება და სიახლე იქნება – მედიკამენტს “სოვალდი”, უფრო ძლიერი მედიკამენტი “ჰარვონი” ჩაანაცვლებს, რომელსაც აქვს მეტი წარმატებული მკურნალობის მაჩვენებელი და უფრო ნაკლები გვერდითი მოვლენები. ასევე ცოტა ხანში გაიხსნება ახალი სოციალური მომსახურების ცენტრი, რომლის საშუალებით ბევრად მეტი პაციენტი ჩაერთვება ერთობლივად მკურნალობაში” – განმარტა სერგეენკომ.
