LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორსულმა ქალმა ოჯახური ფოტოსესია გარდაცვლილ ქმართან ერთად მოაწყო

მისისიპიში მცხოვრებ ნიკოლ ბენეტს ქმარს, დეონტას სურდა, ცოლის მეორე მშობიარობამდე, 25 მარტამდე ოჯახური ფოტოსესია მოეწყოთ. სამწუხაროდ, მშობიარობამდე 2 თვით ადრე დეონტა მოულოდნელად გარდაიცვალა.

ნიკოლმა გადაწყვიტა, ოჯახური ფოტოსესია მაინც მოეწყო, თანაც ისე, რომ ფოტოებზე მისი ქმარიც ყოფილიყო. ორსული ქალი ფიქრობს, რომ სურათები შვილებს მუდმივად შეახსენებს, როგორი კარგი მამა ჰყავდათ მათ.

„ფოტოები ჩემს ბიჭს მუდმივად გაახსენებს მამას და გოგონას კი, რომელსაც არასოდეს ეყოლება მამა ნანახი, ეცოდინება, რომ ის არაჩვეულებრივი ადამიანი იყო,“ – ამბობს ნიკოლი.
31C99D1E00000578-0-image-a-43_1456974399179-e1457082684473

31C99D1200000578-0-image-a-44_1456974405779-e1457082675984

ფოტოგრაფმა სიდნი კონლიმ სურათებზე ელექტრონულად ჩასვა დეონტას გამოსახულება. კონლი ამბობს, რომ მისთვის ფოტოსესია ძალიან ემოციური აღმოჩნდა და ცრემლების შეკავება ვერ შეძლო.

„როდესაც მოვრჩი ფოტოების დამუშავებას და დავხედე, მომეეჩვენა, რომ

სურათები „ფეისბუქზე“100,000-მდე ადამიანმა გააზიარა.

 

31C99D3000000578-0-image-a-46_1456974422086-e1457082720458

31C99D3500000578-0-image-a-45_1456974411036-e1457082713260