წლის საუკეთესო მსახიობმა მამაკაცმა, ლეონარდო დიკაპრიომ ოსკარების დაჯილდოვების შემდეგ მცირე პაუზა აიღო. მსახიობი ამჯერად ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ კლუბში საუკეთესო მეგობრებთან ერთად მივიდა. მამაკაცები შეუმჩნევლად ცდილობდნენ კლუბში შესვლას, თუმცა ცნობისმოყვარე პაპარაცებმა მაინც დააფიქსირეს 41 წლის მსახიობი. დიკაპრიოს ტყავის ქურთუკი ეცვა და ჯინსებში იყო გამოწყობილი.
ფოტოგრაფები დიდხანს ელოდნენ მსახიობისა და მისი მეგობრების გამოსვლას კლუბიდან. დიკაპრიომ და მისმა მეგობრებმა კლუბი ორ ქერათმიან ლამაზმანთან ერთად დატოვეს. ისინი შავ პორშეში ჩასხდნენ და ისე დატოვეს კლუბის ტერიტორია, რომ პრესასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.



