LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმღერა დედაზე: როდესაც ვფიქრობდი, ვის ჩაეწერა, ტატოსკენ გამიქანდა გული

Ardaidardo.Geგადაცემას ”რადიო დუეტი” კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი და მომღერალი ტატო გოდერძიშვილი ესტუმრნენ.


შეიქმნა სიმღერა, რომელსაც ასრულებს ტატო და რომელიც დაწერა ბატონმა ვაჟამ…

ვაჟა: – დიდებული განწყობა მაქვს, რადგან კარგი სიმღერა გამოვიდა. რომან ზუკაკიშვილია ტექსტის ავტორი. იდეა გაჩნდა დიდუბის გამგეობაში. კონცერტი იყო დაგეგმილი და ამისთვის დავწერე, როდესაც ვფიქრობდი, ვის ჩაეწერა, ტატოსკენ გამიქანდა გული, იმიტომ, რომ ძალიან კარგი მომღერალია. ჩადო თავისი გული და დიაპაზონი, რაც იყო სიმღერაში ჩადებული, ტატომ ყველაფერი ზუსტად გააკეთა, შინაარსი გახსნა. პირველად ამ სიმღერას ტატო მღერის და ძალიან ემოციურად. ჩაიწერა თემურ ნიკოლაშვილის სტუდიაში, არანჟირებაზაზა გოჩიტაშვილსა და ნუკრი რუხაძეს ეკუთვნით.


რატი როგორ არის?

ვერ ვხედავთ… ავალთ, დედამისი გაუკეთებს საჭმელს და მოვდივართ.


როგორ შეაფასებთ მის კარიერას?

ძალიან მიჭირს შვილის ქება, კარგი ბიჭია. თავის საქმეშია ჩაფლული, არანჟირებებს აქ არ აკეთებს, უცხოეთში აგზავნის. მალე ამერიკაში გადაღებული კლიპის პრემიერა იქნება, შემოდგომისთვის მამა-შვილის კონცერტის გაკეთება სურს.

ტატო: – გულითა და სულით მოგესალმებით. ჩათვალეთ, რომ ეს სიმღერა ვუმღერე დედას. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ქვეყანაზე არსებობს ასეთი ადამიანი, ვაჟა დურგლიშვილი და მიხარია, რომ მის სიმღერას უკვე მესამედ ვასრულებ. სიმღერის სატელევიზიო პრემიერა უკვე შედგა. სიმღერა დედაზეა.


სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

ტატო: – მე გადავწყვიტე წავიდე კლასიკისკენ. მიმაჩნია, როდესაც ღმერთი გაძლევს ნიჭს და საშუალებას, ეს უნდა გამოიყენო. კლასიკა და ესტრადა ერთმანეთს ვერ ეთავსება. თუკი კლასიკაში ხარ, ბოლომდე უნდა მიყვე. საკუთარ თავს სწორედ საოპერო ჟანრში ვხედავ.

ტატო გოდერძიშვილი – დედა

AudioTATOGODERDZISHVILIDEDA

გადაცემის ჩანაწერი

AudioRadioDuetiVajaDurglishviliDaTatoGoderdzishvili

ვიდეო კოლაჟი


ფოტო