LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ვიზიტისთვის ვიზა აღარ დასჭირდებათ

საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ვიზიტისთვის ვიზა აღარ დასჭირდებათ – ამის შესახებ ევროკომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტშია აღნიშნული, რომელიც ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში მომზადდა. დოკუმენტი უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ევროკომისიამ მომზადებული დოკუმენტი ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს წარუდგინა. სწორედ ეს უწყებები დაასრულებენ საბოლოოდ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესს. „საქართველომ მიაღწია ყველა იმ ნიშნულს, რაც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში იყო აღნიშნული“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

რეგულაცია ძალაში შევა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს. „რეგულაცია არის ევროკავშირის საერთო სავიზო პოლიტიკის ნაწილი, რომელიც 180-დღიან პერიოდში 90 დღით დარჩენას გულისხმობს“ – წერია დოკუმენტში, რომელიც ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. მას ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი პრესკონფერეციაზე რამდენიმე საათში წარადგენს.

საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით დეტალურ განმარტებას, ევროკომისარი მიგრაციის საკითხებში, დიმიტრის ავრამოპულოსი, ბრიუსელში დაგეგმილ პრესკონფერეციაზე წარადგენს.

პრესკონფერენცია თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება. ამავე დროს ბრიფინგი დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.