საფრანგეთში მდებარე ელიტურმა სასტუმრომ Marotte , პრინც უილიამისა და მისი მეუღლის, ასევე პრინც ჰარის მიღებაზე უარი განაცხადა. როგორც სასტუმროს წარმომადგენლებმა განმარტეს, ჯავშნის მოხსნა სხვა კლიენტებისთვის, სამეფო ოჯახის წარმომადგენლების გამო, არაეთიკური იქნებოდა.
აღსანიშნავია, რომ ჯავშანი ივნისში გამართული ღონისძიებისთვის უნდა გაკეთებულიყო, თუმცა როგორც აღმოჩნდა, სასტუმროში თავისუფალი ადგილი უკვე არ არის.
Marotte -ის მენეჯერის, ოლივიე ვალტას განცხადებით, სასტუმრო ვერ ეტყვის თავის კლიენტებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ თანხა, რომ მათი გეგმები სამეფო ოჯახის ვიზიტის გამო უნდა შეუიცვალოს.
