iPhone -ის ახალ ვერსიას და პლანშეტს iPad, კომპანია Apple 21 მარტს წარმოადგენს. საუბარია iPhone 5SE-სა და iPad Pro-ზე.
სმარტფონი iPhone 5S-ის ანალოგს წარმოადგენს და სწორედ მისით გეგმავს Apple კონკურენციას ჩინეთისა და ინდოეთის ბაზრებზე.
რაც ეეხება პლანშეტს, ის 9,7 დიუიმიანი იქნება და მასზე მუშაობა სტილუსის საშუალებით იქნება შესაძლებელი. ზომით ის ტრადიციულ აიპადზე პატარა იქნება, თუმცა მეხსიერება და პროცესორი მას იგივე მოცულობის ექნება.
