LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკ გორდონმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა

ცოტა ხნის წინ, ბობი კრისტინა ბრაუნის მეუღლემ, ნიკ გორდონმა ოფიციალური განცხადება გააკეთა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ის იყო და არის ამ დრომდე მთავარი ეჭვმიტანილი 22 წლის გოგონას გარდაცვალებაში. განცხადება გორდონის ადვოკატებმა გამოაქვეყნეს:

„2015 წლის იანვრის შემდეგ, რაც საყვარელი ადამიანი დაკარგა, ნიკ გორდონზე ბევრს საუბრობენ. სიცოცხლის ბოლო 6 თვე მას აკრძალული ჰქონდა ბობი კრისტინას საავადმყოფოში მონახულება და მთელი ამ დროის მანძილზე, მისგან მკვლელი გამოჰყავდათ, მიუხედავად იმისა, რომ ბობი კრისტინას გარდაცვალება უბედური შემთხვევაა და ის მუდმივად ამტკიცებდა ამას.

სიმართლე კი ის არის, რომ ნიკი ცდილობდა მეუღლის გადარჩენას, რადგან საბოლოო ჯამში მასზე მეტად ამ ტრაგედიით არავინ დაზრალებულა.  ერთადერთი, რაც პროკურორმა ახლა უნდა გააკეთოს არის ის, რომ განაცხადოს, რომ ბობი კრისტინას გარდაცვალება უბედური შემთხვევა ან სუიციდის მცდელობა იყო და არა მკვლელობა.  მიეცით ნიკს მშვიდად ცხოვრების საშუალება“ – ნათქვამია განცხადებაში.