LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანიე უესტი ალბომებს CD-დისკებზე აღარ გამოუშვებს

ამ დღეებში, კანიე უესტმა „ტვიტერზე“ შეტყობინება გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ალბომებს CD-დისკებზე აღარ გამოუშვებს. „ნახვამდის,CD.  დისკები ჩემს სახელთან აღარ იქნება დაკავშირებული. მარტო სტრიმინგი“, – დაწერა უესტმა.

კანიეს ამ პოსტს თაყვანისმცემლების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ისინი ხუმრობენ, რომ დროა რეპერს პაროლი ჩამოერთვას, რათა გაუთავებელი შეტყობინებები და არაადეკვატური განცხადებები მის ექაუნთზე აღარ გამოჩნდეს.