LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონ სნოუ ბრუნდება

სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ კიტ ჰარინგტონის პერსონაჟის გარშემო ინტერესი არ კლებულობს. თაყვანისმცემლებს ჯონ სნოუს ბედი ადარდებთ და ჯერ კიდევ არ სჯერათ, რომ ავტორებმა ყველაზე პოპულარული პერსონაჟი მოკლეს.

ამ ყველაფერზე კომენტარი თავად ჰარინგტონმა გააკეთა. მან აღნიშნა, რომ აუცილებლად დაბრუნდება მეექვსე სეზონში… გვამის სახით. „მონაწილეობა მივიღე რამდენიმე ეპიზოდის გადაღებებში, როგორც გვამმა და ეს იყო საუკეთეო, რაც ოდესმე გამიკეთებია, – განაცხადა კიტმა გამოცემა Time Out London-თან საუბრისას. – ვიცი კიდევ რამდენ ხანს ვიქნები მიცვალებული, თუმცა არ გეტყვით!“

აქამდე ცნობილი იყო, რომ ახალი სეზონის პრემიერა 24 აპრილს შედგებოდა, თუმცა ავტორებს არ სურთ, რომ სერიალი ქსელში დაუგეგმავად მოხვდეს, ამიტომ პრემიერის თარიღი მარტში გადმოწიეს.