LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონს 60 ფუნტად შეფასებული კაბა აცვია (ფოტო)

St. Thomas-ის საავადმყოფოს მონახულების შემდეგ ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი კენსინგტონის სასახლეში გამართული დოკუმენტური ფილმის ჩვენებას დაესწრნენ. საზოგადოების ყურადღება მიდლტონის კაბამ მიიქიცა, რომელიც Debenhams-ისთვის Jonathan Saunders-მა შექმნა. კაბის ღირებულება 60 ფუნტი სტერლინგია, რაც დაახლოებით 85 დოლარს უდრის და ის 2012 წლის კოლექციიდანაა წარმოდგენილი.

ქეით მიდლტონი ცნობილია თავისი სიყვარულით დემოკრატიული ბრენდების მიმართ, თუმცა ასეთი იაფასიანი კაბა მის გარდერობში ჯერ არ გვინახავს. რაც ეხება ფილმის ჩვენებას, ეს იყო ჯონი ბენჯამინის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომლის ჩვენებასაც სამეფო წყილთან ერთად 20-მდე სკოლის მოსწავლე ესწრებოდა.