LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრონული სიგარეტი სიმსივნეს და უშვილობას იწვევს

ჰონგკონგელი სპეციალისტების განცხადებით ელექტრონული სიგარეტის მოწევა არც ისეთი უსაფრთხოა, როგორც აქამდე ითვლებოდა, რადგან ამგვარი გაჯეტის გასამართ სითხე იმ კანცეროგენებსა და ტოქსინებს შეიცავს, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებენ ფერტილობაზე და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებაზე.

13 ყველაზე პოპულარული ელექტრონული სიგარეტის დეტალური ანალიზის ჩატარების შემდეგ ექსპერტებმა დაადგინეს, რომ გაჯეტი იმ სახიფათო ქიმიურ ელემენტებს შეიცავს, რომლებიც აფერხებენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავებას, იწვევენ უშვილობას მამაკაცებში და ნაყოფის არასწორ განვითარებას ქალებში, ასევე ახდენენ ონკოლოგიური დაავადებების პროვოცირებას.

აღსანიშნავია, რომ ელექტრონული სიგარეტის არცერთი მწარმოებელი არ აფრთხილებს მომხმარებელს, თუ რამდენად სახიფათოა იმ ნივთიერებების ორგანიზმში მოხვედრა, რომელსაც ამგვარი სიგარეტი შეიცავს. მეტიც, კომპანიების უმრავლესობა თამამად ამტკიცებს, რომ ელექტრონული სიგარეტი აბსოლუტურად უვნებელია და მწეველებს ნიკოტინური დამოკიდებულებისგანაც ათავისუფლებს.