LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ შეიძლება სარკესთან ძილი?

ადამიანები ყველა დროში საკმაოდ ფრთხილად და ცოტა შიშით უყურებდნენ სარკეს, რადგან მას ნებისმიერ კულტურასა და რელიგიაში განსხვავებულ, ხშირად მისტიკურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. არსებობდა მკაცრი წესი – მძინარე ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა აირეკლებოდეს სარკეში. საინტერესოა, საიდან გაჩნდა ასეთი ცრურწმენა?

ცრურწმენის წარმოშობას მრავალი მიზეზი აქვს – ერთის მხრივ, ითვლება, რომ ასტრალური სული, რომელიც ადამიანის სხეულს ძილის დროს ტოვებს, სარკეში გადადის, თავის დაღწევა ასეთი ტყვეობიდან კი, საკმაოდ რთულია. მეორეს მხრივ მიაჩნიათ, რომ სწორედ სარკე ”ისრუტავს” ადამიანის პოტენციალს და მის დადებით ენერგიას, რაც საბოლოოდ ცუდად აისახება მის ჯანმრთელობასა და მის საერთო განწყობაზე. როგორც წესი, ასეთ ადამიანებს უძილობა აწუხებთ, კარგად გამოძინების შემთხვევაში კი, მაინც უღონობას გრძნობენ, ხდებიან ნერვიულები და გაღიზიანებული.

ამბობენ, რომ სწორედ ცოლ-ქმრული სარეცელის ანარეკლი სარკეში იზიდავს ღალატს. სიტუაციას ისიც ამძიმებს, თუ სარკეში საძინებლში შესასვლელი კარიც ჩანს. ბევრი ამგვარ ცრურწმენებს სულელურ მითებად მიიჩნევს, რომელთაც არავითარი ლოგიკური საფუძველი არ გააჩნია. თუმცა, ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ სარკეს აქვს უნარი ”შეიწოვოს” ძველი ენერგეტიკა, ძველი კამათი, უსიამოვნებები და ”შეინახოს” ნეგატიური ემოციები. სწორედ ამიტომ, ბინის კურთხევისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ სარკეს.

ქრისტიანულ რელიგიაში მიღებულია სარკის ქსოვილით დაფარვა, თუ ოჯახში მიცვალებულია და მისი დაფარულ მდგომარეობაში დატოვება 40 დღის განმავლობაში ანუ, მანამდე სანამ გარდაცვლილის სული მიწაზეა.

ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ გატეხილ სარკეში ჩახედვას შვიდწლიანი უბედურება მოჰქონდა. არ შეიძლებოდა ორსულის ან ახალ ნამშობიარების, ასევე მენსტრუაციული ციკლის დროს სარკეში დიდხანს ყურება, რადგან ითვლებოდა, რომ სარკის მაგიური ძალა შესაძლოა ქალის დასუსტებულ ორგანიზმზე ძლიერი აღმოჩენილიყო და სერიოზული ზიანი მიეყენებინა მისთვის.

რა თქმა უნდა, ცურწმენების უმრავლესობა მხოლოდ მითია და თავად შეგიძლიოთ გადაწყვიტოთ გაითვალისწინოთ თუ არა. მთავარია, რაც შეიძლება ხშირად გაიცინოთ სარკესთან, რადგან მასში მხოლოდ დადებითი ენერგეტიკა დარჩეს.