LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი წიკლაურის დაწერილ სიმღერას საზოგადოება პირველად მოისმენს

–Ardaidardo.Ge თიკა, რა ხდება შენკენ კარგი?

– ცოტა ხნის წინ გავბედნიერდი და ჯერ კიდევ ეიფორიაში ვარ.

– ნინი, თიკას სიმღერის ავტორი შენ ხარ. წერ ზოგადად სიმღერებს?

– ეს არის ჩემი პირველი სიმღერა, რომელიც საჯარო გახდება და ის სწორედ თიკას ვანდე.

– ტექსტი შენ გეკუთვნის?

– პირველი სტროფი ოთარ ჭილაძისაა, დანარჩენი მთლიანად ჩემია.

– როგორც ცნობილია, ამერიკაში მიდიხარ…

– 17-ში მივდივარ და დროებით დაგემშვიდობებით. თუმცა, დიდხანს ვერ ვძლებ სხვაგან და სავარაუდოდ მალე ჩამოვალ.

– როგორია შენი სიყვარულის ისტორია?

– ჩემი მეუღლეა თემო ტუღუში, 13 წელია ვიცნობ, ვმეგობრობდით და მე-13 წელს გადავწყვიტეთ, რომ მეგობრებზე მეტი ვართ ერთმანეთისთვის. თემო კარგად მღერის და ვეხვეწები დუეტი ჩავწეროთ და უარს ამბობს.

– თიკა, შენი ოჯახის ისტორია სკანდალურად დაიწყო…

– არ შემარჩინეს ერთი საწყალი ფოტო (იცინის). წელიწადნახევრის წინ გავიცანი ჩემი მეუღლე საერთო მეგობრების საშუალებით. დიდი ხანია იტალიაში ცხოვრობდა, რომ ჩამოვიდა საქართველოში მეგობრებმა გაგვაცნეს ერთმანეთი, მოვეწონე და სწორედ მაშინ გაიგო, რომ მომღრალი ვიყავი. მალე გადაწყდა ჩვენი დაოჯახების ამბავი.


– სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?

თიკა: იტალიაში გადავიღე ვიდეო რგოლი და მინდა გადავიღო სრულფასოვანი კლიპი.


– ნინი, რამდენი სიმღერა გაქვს დაწერილი?

20-მდე სიმღერა მაქვს და ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, სხვა რომ ასრულებს შენს ნამუშვარს.  მომავალში ალბათ თავადაც შევასრულებ ერთ-ერთ მათგანს.

– მადლობა მობრძანებისთვის და წარმატებებს გისურვებთ.

თიკა მახალდიანი – გავშლი ფრთებს

AudioTIKA MAXALDIANI – GAVSHLI FRTEBS

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

 

AudioRadio Dueti. Tika

ვიდეო კოლაჟი


ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge