LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანი ამერიკელი ჯარისკაცის ფორმით გამოჩნდა (ფოტო)

კიმ კარდაშიანის ხილვა ვიქენდზე ჩვეული ტრადიციაა. ამჯერად ის მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ლოს-ანჯელესის სავაჭრო ცენტრში გადაიღეს, სადაც ის საბავშვო მაღაზიებს სტუმრობდა. ამჯერად ყურადღება მიიქცია რეალითი-შოუს ვარსკვლავის ჩაცმულობამ. მას დახეული ჯინსები, სპორტული ბოტები და გრძელი ქურთუკი ეცვა, რომელიც ძალიან გავდა ამერიკელი ჯარისკაცის სამხედრო ფორმას.

მას შემდეგ, რაც ოჯახმა სავაჭრო ცენტრი დატოვა, ფოტოგრაფებმა ცენტრის დამხმარე პერსონალიც გადაიღეს. ფოტოებზე ჩანს ყუთები, რომელშიც პატარა ნორტის მიერ არჩეული სათამაშოებია შეფუთული.