LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეონარდო დიკაპრიომ ფანებს რუსული ოსკარისთვის მადლობა გადაუხადა

ლეონარდო დოკაპრიომ Instagram-ის საკუთარ გვერდზე რუსული „ოსკარის“ ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც სპეციალურად მისთვის რუსეთსში სახას, იგივე იაკუტიას მცხოვრებლებმა დაამზადეს: „დიდი მადლობა იაკუტიას მცხოვრებლებს ამ ფანტასტიური საჩუქრისთვის. განსაკუთრებით ქალებს, რომლებმაც შექმნეს და შეკრიბეს მასალები ქანდაკების შესაქმნელად“ – დაწერა მსახიობმა.

მსახიობმა ასევე დასძინა, რომ სახას მცხოვრებლებისგან წერილიც მიიღი: „როგორც ქანდაკების შემქმნელები წერენ, იაკუტია ერთ-ერთი ყველაზე ცივი რეგიონია მსოფლიოში. ტემპერატურის მატება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანებს“ – დასძინა დიკაპრიომ თავის პოსტში.

ვერცხლისგან შექმნილი ქანდაკება მაიამიში მარტის შუა რიცხვებში ჩაიტანეს, თუმცა მსახიობმა ვერ მოახერხა იქ ჩასვლა. ამის შემდეგ ის ლოს-ანჯელესში გაგზავნეს.

 

2